საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიმდინარე “უიმბლდონზე” ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზა და ასპარეზობას მსოფლიოს მე-7 ნომერი იტალიელი ლორენცო მუსეტი გამოთიშა.
ტურნირის მეორე წრეში ჩვენებურს კიდევ ერთი იტალიელი და კიდევ ერთი ლორენცო (სონეგო) ელოდება, რომელიც 30 წლისაა, პლანეტის 47-ე ნომერი გახლავთ და ქართველთან ურთიერთდაპირისპირებებში 2:1-ს იგებს.
შეხვედრა ხვალ გაიმართება. იქამდე კი გეტყვით, რომ ნიკოლოზმა საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევითა და პირველ წრეში გამარჯვებით ჯამში 66 000 ფუნტი გამოიმუშავა. თუ ის სონეგოსაც აჯობებს, დამატებით კიდეც 33 000 ფუნტს მიიღებს.
სათქმელია ისიც, რომ ქართველმა რეიტინგში მინიმუმ 18 საფეხურით დაწინაურება უკვე გაინაღდა და LIVE მსოფლიოს 108-ე ნომერია. თუ ის მორიგ იტალიელს სძლევს, ტოპ 100-ს დაუბრუნდება.
ინფორმაციისთვის, წლევანდელი “უიმბლდონის” საპრიზო თანხა წინა წელთან შედარებით 7%-ითა გააზრდილი და ჯამში 53,550,000 მილიონ ფუნტს შეადგენს. როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის გამარჯვებული, 3 მილიონ ფუნტს მიიღებს.
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა – უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
2022 წლის შემდეგ პირველად – ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა – უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
