“რამდენიმე წუთის მანძილზე ჟურნალისტი მონუსხული, გაქვავებული ტიროდა, ხმას ვერ იღებდა” – ნათია ბანძელაძე ილია II-ის შესახებ ამბავს იხსენებს

“საოცარი სიმშვიდე , სიყვარული და არამიწიერი ძალის ენერგია მოდიოდა მისი უწმინდესობისგან… მეგონა, არასდროს დასრულდებოდა…

მახსოვს, ერთხელ უცხოელი ჟურნალისტი მყავდა მასთან ინტერვიუზე, რომლისთვისაც ეს მიუწვდომელ და საინტერესო რესპონდენტთან დაგეგმილი ინტერვიუ იყო, ამ განწყობით მოდიოდა და უხაროდა, რომ პატრიარქი დათანხმდა, ვერ იჯერებდა… მისი თავდაპირველი ეიფორია ჯერ მხოლოდ ამ ემოციას უკავშირდებოდა. წინასწარ არაფერი მითქვამს პატრიარქის საოცარ ენერგიაზე, რადგან ზუსტად ვიცოდი, რაც მოხდებოდა… უწმინდესი მიესალმა და თავზე ხელი გადაუსვა… და პატარა ბავშვივით ინტერესით ჰკითხა – რა აინტერესებდათ მისგან. რამდენიმე წუთის მანძილზე ჟურნალისტი მონუსხული, გაქვავებული ტიროდა, ხმას ვერ იღებდა, მისი უწმინდესობა ეფერებოდა და ამშვიდებდა. ინტერვიუს დრომ გადააჭარბა, რადგან დიდხანს ვერ საუბრობდა ჟურნალისტი. როცა წამოვედით, ჩუმად იყო – “ის მიწიერი ადამიანი არ არის, ნათია” ძლივს მონახა თავში ძალა, რომ ეს სიტყვები ეთქვა… გასახსენებელი ბევრი გვაქვს… ყველასთვის იყო…”, – წერს ნათია ბანძელაძე.