“რამდენიმე შეცდომა დავინახე” – რანიერიმ “კვარაზე” ისაუბრა

გუშინ, 24 ნოემბერს, სერია A-ს მე-13 ტურში “ნაპოლიმ” “რომა” 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “ჯალოროსის” მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით, თამაშის ხარისხით უკმაყოფილო არ ვარ. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში გვჯეროდა, რომ სიტუაციის შეცვლა შეგვეძლო.
მეორე ტაიმში უფრო მეტს ველოდი, კონცენტრაცია დავკარგეთ და ამის გამო დავისაჯეთ. დაცვაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. პირველ ტაიმში კვარაცხელიას წინააღმდეგ რამდენიმე შეცდომა დავინახე, საბოლოო ჯამში არათანმიმდევრულად გამოვიყურებოდით”, – განაცხადა რანიერიმ.
შეგახსენებთ, სატურნირო ცხრილში “ნაპოლი” 29 ქულით პირველ ადგილს იკავებს, “რომა” 13 ქულით მე-12 ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში