რამდენიმე ქვეყანა გზაშია. დახმარება არ გვჭირდება – რა ილაპარაკა ტრამპმა ჰორმუზის გახსნაზე

, 2026 წლის 16 მარტი.Annabelle GORDON / AFPაშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კენედის ცენტრის საბჭოს წევრების ლანჩზე გამართული კონფერენციის დროს ჰორმუზის სრუტის გახსნაში სხვა ქვეყნების მონაწილეობის შესაძლებლობასა და მოლოდინებზე ისაუბრა.
მისი თქმით, რამდენიმე ქვეყნის დახმარება უკვე გზაშია. ტრამპს არ დაუსახელებია თუ რომელ სახელმწიფოებზეა საუბარი. მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა დიდი ენთუზიაზმით გამოირჩევა, ზოგიც კი – არა.
“რამდენიმე ქვეყანამ გვითხრა, რომ გზაში არიან. ზოგიერთი ძალიან ენთუზიაზმით სავსეა. ზოგი არა. ზოგი ქვეყანა, რომლებსაც მრავალი წელი ვეხმარებოდით, ვიცავდით საშინელი გარე საფრთხისგან, არ არიან დიდად ენთუზიაზმით აღსავსე. ენთუზიაზმის დონე ჩემთვის მნიშვნელოვანია. არის ზოგიერთი ქვეყანა, სადაც 45 000 სამხედრო გვყავს. დიდებული სამხედროები, რომლებიც მათ საფრთხისგან იცავენ… და როცა ვკითხავთ, გამნაღმველი ხომალდები ხომ არ გაქვთო, გვპასუხობენ: “დიახ. მაგრამ უმჯობესია არ ჩავერთოთ სერ”. 40 წელია გიცავთ და არ გინდათ ჩაერთოთ იმაში, რაც ასეთი პატარაა?” – თქვა ტრამპმა.
“ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს იყო NATO-ს სისუსტე. ჩვენ დავიცავთ მათ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, საჭიროების დროს ისინი არ დაგვიცავენ-მეთქი.” – დაამატა -ს პრეზიდენტმა.
ტრამპმა ფრანგი ჟურნალისტის შეკითხვას, დაეხმარება თუ არა საფრანგეთი -ს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, უპასუხა, რომ ესაუბრა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და მისგან მხარდაჭერას ელის.
“ვფიქრობ, რომ დაგვეხმარება. შეგატყობინებთ. მას (ემანუელ მაკრონს) გუშინ ველაპარაკე.” – თქვა ტრამპმა.
საფრანგეთის ლიდერის ზოგადი რეაქცია ირანზე იერიშებთან დაკავშირებით ტრამპმა 10-დან 8 ქულით შეფასა და დაამატა, რომ პარიზისგან დიდი მოლოდინები არ ჰქონია.
“ათბალიან შკალაზე 8 იყო. არაა საუკეთესო. თუმცა ეს საფრანგეთია. არ გვაქვს საუკეთესო მოლოდინი.” – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ტრამპის მტკიცებით, აშშ-ს, რეალურად, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არავის დახმარება სჭირდება, თუმცა ის ცდის ქვეყნების რეაქციებს.
“ჩვენ არავინ გვჭირდება. ჩვენ, ჯერჯერობით, ყველაზე ძლიერი ჯარი გვყავს. არ გვჭირდებიან ისინი. თუმცა ეს საინტერესოა. ზოგჯერ ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ ისინი გვჭირდებიან, არამედ მინდა გავიგო, როგორი რეაქცია ექნებათ. რადგან წლებია ვამბობ, ოდესმე რომ დაგვჭირდნენ, არ დაგვეხმარებიან-მეთქი.” – თქვა ტრამპმა.
ირანმა ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მრავალ ქვეყანას ნავთობი და გაზი მიეწოდება, ფაქტობრივად ჩაკეტა. ისინი თავს ესხმიან სავაჭრო გემებს. შექმნილი კრიზისის ფონზე იზრდება ნავთობის ფასები.