„რამდენიმე სამინისტროს დასტურს ველოდებით“ – როდის წარედგინება სავალდებულო ავტოდაზღვევის კანონპროექტი პარლამენტს?

კანონპროექტი, რომელიც 6 წელზე მეტია მსჯელობის საგანია და პარლამენტიც განიხილავდა, ახალი, მოდიფიცირებული ვერსიით საკანონმდებლო ორგანოს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი ამბობს, რომ ახლა პროცესი პოლიტიკის და აღსრულების ნაწილში ჩართულ უწყებებთან მოლაპარაკების დონეზეა. ამის შემდეგ, პროექტი ჯერ მთავრობას და შემდეგ პარლამენტს წარედგინება.
„კანონპროექტი და ზოგადად ინიციატივაც საკმაოდ კომპლექსურია. 5 წელზე მეტია, მიდის მუშაობა. ბოლო მოდიფიკაცია და ცვლილებები შევიდა კანონპროექტში და ამჯერად, რამდენიმე სამინისტროს დასტურს ველოდებით. ამის შემდეგ იქნება წარდგენილი მთავრობაზე და გადაეგზავნება პარლამენტს. პარლამენტის საშემოდგომო სესიის კალენდარში ამ კანონპროექტის განხილვაა ჩასმული და ნამდვილად შევასრულებთ ამ დავალებას. საშემოდგომო სესიაზე დაიწყება განხილვა.
საკმაოდ ბევრი უწყებაა ჩართული როგორც პოლიტიკის, ისევე აღსრულების ნაწილში და მნიშვნელოვანია, რომ ყველას პოზიცია გავითვალისწინოთ”, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ