რამდენიმე საათი ისტორიული სამიტის დაწყებამდე – ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერები ბრიუსელში იკრიბებიან

რამდენიმე საათი ისტორიული სამიტის დაწყებამდე – ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერები ბრიუსელში იკრიბებიან. არის მოლოდინი, რომ ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციით მიიღებს უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ლიდერებს საჯარო წერილითაც მიმართა და მათ მოუწოდა სამიტზე ევროკავშირის ინტერესებისა და ღირებულებების გათვალისწინებით მივიდნენ.
“ჩვენ მივესალმეთ ევროკომისიის რეკომენდაციებს, როგორც უკრაინის, ასევე მოლდოვას, საქართველოს, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინაზე, ჩვენ მივესალმებით და გავაგრძელებთ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას,” – აცხადებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
სამიტამდე 1 დღით ადრე საქართველოს, მოლდოვას, უკრაინასა და ბოსნია-ჰერცოგოვინას
შესაბამისი რეზოლუციის მიღებით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპარლამენტმა.

“მე არ მომიმზადებია სპეციალური გზავნილი დღეს საქართველოსთვის, მაგრამ თქვენ იცით, რა მაქვს გულში საქართველოსთვის. თქვენ შეგიძლიათ, ჩემი იმედი გქონდეთ, როგორც ყოველთვის,” – აცხადებს ოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.
სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს ევროპის არაერთი ქვეყნის ლიდერი.
“ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოსაც და მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ბევრი რეფორმაა გასაკეთებელი და ქვეყანამ ასევე უნდა გამოიჩინოს ნება. ეს პროცესი ხანგრძლივია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამის გაგრძელება. ვიღაცამ ძალიან მართებულად თქვა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა გაფართოებაზე, არამედ გაერთიანებაზე, რადგან გეოგრაფიულად ეს არის ევროპა, მაგრამ ჩვენც ყველა ერთ სისტემაში უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, ეს ყველასთვის სასარგებლოა,” – აცხადებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას