“რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომელიც ვიცოდით რომ უნდა დაწყებულიყო, არ დაიწყო” – ტენდენციები სამშენებლო სექტორში

“რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომელიც ვიცოდით რომ უნდა დაწყებულიყო, არ დაიწყო”, – ამის შესახებ CMC-ის ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორმა, ნინო მესაბლიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ სექტორის შეფასებისას ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, 2024 წლის ბოლო კვარტალიდან, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სამშენებლო სექტორში რხევები და კრიზისული მდგომარეობა შეინიშნებოდა. რამდენიმე კომპანიამ პროექტი გააჩერა და ზოგსაც პროექტი რომ უნდა დაეწყო, არ დაიწყო. აღნიშნული სექტორზე უარყოფითად აისახა.