რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები, ჩატარდა სანიტარული წმენდა – ეროვნული მუზეუმი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების შესაძლო დაზიანების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განცხადებას აქვეყნებს.
მუზეუმი განმარტავს, რომ მწერების მიერ ნამუშევრების დაზიანების საფრთხე დაუყოვნებლივ განეიტრალდა და ეროვნული გალერეა დამთვალიერებლებს 16 აგვისტოდან უმასპინძლებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ზედაპირულ ცნობებს, თითქოს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში აღმოჩენილი მწერების გამო, ფიროსმანისა და სხვა ხელოვანთა ნამუშევრებს საფრთხე ემუქრება.
საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები. გალერეის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები – საგამოფენო სივრციდან მოიხსნა ნამუშევრები და ჩატარდა სანიტარული წმენდა.
აქედან გამომდინარე, საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება.
ეროვნული გალერეა დამთვალიერებლებს 16 აგვისტოდან ჩვეული განრიგით უმასპინძლებს და დამთვალიერებელი იხილავს სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, მასშტაბურ რეტროსპექტულ გამოფენას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველოს რეჟიმი არის ირანის მოკავშირე და იმსახურებს ზუსტად იმას, რაც დაიმსახურა ირანის რეჟიმმა – მაქვს ინფორმაცია, რომ მოდის ახალი სანქციების პაკეტი, რაც მძიმედ დაარტყამს ივანიშვილს, მის ოჯახის წევრებს და “ქართული ოცნების” ვერტიკალს

ლევან გოგიჩაიშვილი – სუს-მა და შსს-მ უნდა გასცენ პასუხი, რატომ არ გააგრძელეს ჩორჩანაში პროცესი, ოკუპანტებმა ისარგებლეს და აითვისეს ბუფერული ზონა – უნდა ჩამოეტყავებინა თუ არა ამის გამო გიორგი გახარიას გომელაური? ამას დრო გვაჩვენებს