“რამდენიმე დღის წინ ვნახეთ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ლიკვიდაცია, ახლა ჯერი დადგა დათო დოიაშვილზე” – მიშა ჩარკვიანი

რეჟისორი მიშა ჩარკვიანი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის მოხსნასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და ტვ პირველთან ამბობს:
“სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს სჯიან სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის. ეს რეპრესიული სისტემა უკვე ჩვენს სფეროზე გადმოვიდა. ჩვენ უკვე, რამდენიმე დღის წინ ვნახეთ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ლიკვიდაცია, ახლა ჯერი დადგა დათო დოიაშვილზე. ეს რეპრესიული რეჟიმი უპირისპირდება ყველას და ყველაფერს, რაც პარტიის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს”
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

კაია კალასი – ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი სიცოცხლისუნარიანი გზა არ აქვს – ვცდილობთ სანქციების დაწესებას მთავრობის იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას იყენებენ