რამდენიმე დღის პროცედურაა დარჩენილი, ტექსტზე მუშაობა დასრულებულია – საზოგადოება მნიშვნელოვან პროცესებს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლოში

რამდენიმე დღის პროცედურაა დარჩენილი, ტექსტზე მუშაობა დასრულებულია – საზოგადოება მნიშვნელოვან პროცესებს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლოში
რამდენიმე დღის პროცედურაა დარჩენილი, ტექსტზე მუშაობა დასრულებულია. ჩვენი გუნდი ყოველთვის ვასრულებთ საზოგადოების დაკვეთას, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ საუბრისას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო კომისიის დასკვნა მყარ სარჩელში კონვერტირდეს. კირცხალიამ აღნიშნა, რომ საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს იხილავს „რამდენიმე დღის პროცედურაა დარჩენილი. ტექსტზე მუშაობა დასრულებულია. როგორი პასუხისმგებლობითაც მივუდექით საგამოძიებო კომისიას და ყველამ კარგად ვნახეთ როგორი საფუძვლიანი დასკვნა მომზადდა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა კონვერტირდეს ძალიან მყარ სარჩელში. ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს იხილავს ჩვენი საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ და ჩვენი გუნდი ყოველთვის ვასრულებთ ჩვენი საზოგადოების დააკვეთას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა