დღეს 22 დეკემბერს, პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე, გამომძიებელმა განაცხადა, რომ 21 დეკემბერს კარლის უნივერსიტეტში მომხდარი მასობრივი მკვლელობა ჩაიდინა სტუდენტმა, რომელიც ეჭვმიტანილებს შორის ფიგურირებდა 15 დეკემბერს პრაღის პარკში მამა-შვილის მკვლელობის საქმეში.
კარლის უნივერსიტეტში მომხდარი მასობრივი მკვლელობის საქმის გამომძიებელმა ალეშ შტრახმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პოლიცია ეძებდა კლანოვიცის ტყე-პარკში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს. მათ ვისი გამოსახულებაც პოლიციის ხელთ არსებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანდა. მათ შორის იყო სტუდენტი დავიდ.კ, რომელმაც 21 დეკემბერს პრაღის ცენტრში მასობრივი მკვლელობა ჩაიდინა.
„სამწუხაროდ ჩვენ სულ რამდენიმე დღე დაგვაკლდა, რათა თავიდან აგვეცილებინა გუშინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენა“,- განაცხადა გამომძიებელმა.
ორ შემთხვევას შორის სავარაუდო კავშირზე ინფორმაცია ჩეხეთის პოლიციამ გუშინ 21 დეკემბერსაც გაავრცელა.
15 დეკემბერს პრაღის კლანოვიცის ტყე-პარკში 32 წლის კაცი და მისი 2 თვის ქალიშვილი დახოცეს.
ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა 21 დეკერმებს განაცხადა, რომ დავიდ. კ-ს კანონთან პრობლემები არასდროს ჰქონია და იარაღს ლეგალურად ფლობდა. ის კარგად სწავლობდა; თუმცა კურსელები ახასიათებდნენ გულჩათხრობილ ადამიანად, რომელიც „დიდად არავისთან ურთიერთობდა“.
იგივენაირად ახასიათებდნენ მთელ მის ოჯახს ჟურნალისტებთან მეზობლები.
დევიდ კ.-მ 2022 წლის ივნისში დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი, 1846 წლის კრაკოვის აჯანყების თემაზე, რისთვისაც ჯილდო გადაეცა, ცნობა კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ოფიციალური გვერდზეა გამოქყენებილი და 2023 წლის მაისით თარიღდება.
ჩეხეთის პოლიციის ცნობით დავიდ.კ 12 ერთეულ სხვადასხვა სახეობის იარღს ლეგალურად ფლობდა.
სროლა 21 დეკემბერს იან პალახის მოედანზე მდებარე კარლის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის შენობაში მოხდა.
პოლიციამ 22 დეკემბრის დილით განაცხადა, რომ დაღუპული 14 ადამიანიდან 13 იდენტიფიცირებულია. უცნობია, არის თუ არა 14 დაღუპულს შორის თავად მსროლელი. მანამდე პოლიციამ 15 ადამიანის დაღუპვაზე განაცხადა, შეცვლილი მონაცემების მიზეზი კი არ განუმარტავთ.
25 კი დაჭრილს შორის ათის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. დაჭრილებს შორის სამი უცხოელია, მათგან ორი საუდის არაბეთის მოქალაქეა, ერთი კი – ნიდერლანდის. ამის შესახებ ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა განაცხადა 22 დეკემბერს.