რამდენიმე განათხოვრების შემდეგ “ნაპოლი” თავის აღზრდილ ფეხბურთელს გაასხვისებს

იტალიური პრესის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “ნაპოლის” კლუბის აღზრდილი 24 წლის ნახევარმცველი ჯანლუკა გაეტანო დატოვებს.
“პარტენოპეი” სერია A-ში დაბრუნებულ “პარმასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელიც ახალგაზრდა შუახაზელს ფეხბურთელს სავარაუდოდ, 8 მილიონ ევროდ შეიძენს და 2 მილიონს ბონუსებითაც დაამატებს.
გაეტანო “ნაპოლის” აღზრდილია, თუმცა ძირითად გუნდში ფეხი ვერაფრით მოიკიდა. სხვა და სხვა დროს ის “კრემონეზესა” და “კალიარიშიც” იყო განათხოვრებული.