“რამდენიმე გადაწყვეტილებით ჩამოვედით” – სასტუმროების ქართული პლატფორმა “რადარი” SelectUSA-ს სამიტიდან დაბრუნდა

სასტუმროების ქართული ციფრული პლატფორმა “რადარი”, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, SelectUSA-ის საინვესტიციო სამიტში მონაწილეობდა, საქართველოში სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის ახალი გადაწყვეტებით დაბრუნდა – ამის შესახებ “ანალიტიკას” ეთერში პლატფორმის დამფუძნებელმა, მაია მახათაძემ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ დარგში ბევრი გამოწვევაა, რომლის აღმოფხვრაც პროცესების ოპტიმიზაციით შეიძლება.