რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას და არც ერთ ქვეყანაში ამის უფლებას არ მისცემენ – ამას ამბობს საერთაშორისო კანონმდებლობა, ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამას ამბობს საქართველოს კანონმდებლობა

რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას და არც ერთ ქვეყანაში ამის უფლებას არ მისცემენ – ამას ამბობს საერთაშორისო კანონმდებლობა, ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამას ამბობს საქართველოს კანონმდებლობა
ეს არ არის საქართველოს კანონმდებლობა, რომ რამდენიმე ადამიანმა შეიძლება გადაკეტოს გზა. ეს ყველგან ასეა, რომ რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას და არც ერთ ქვეყანაში ამის უფლებას არ მისცემენ, – აღნიშნა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
მისივე თქმით, ადამიანების სიმცირის გამო გზის გადაკეტვა რომ არ შეიძლება ამას ამბობს საერთაშორისო კანონმდებლობა, ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამას ამბობს საქართველოს კანონმდებლობა.
„ყველაზე მეტად იცით, ვისზე ვბრაზდები? – აი, იმ მომწოდებლებზე, ვინც მოუწოდებენ ამ ქუჩის გადაკეტვისკენ და თვითონ არც ერთი ჯარიმა არ მიუღიათ, არც ერთხელ არ გადაუკეტიათ, არც ერთი დღე ციხეში არ გაუტარებიათ, ოღონდ, სხვისი ხელით ნარის გლეჯას ძალიან კარგად ახერხებენ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა