რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება – EQuIP7 მიიღო

წმ. იოანე მოწყალეს სახელობის პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა, წარმატებით გაიარეს ჯანდაცვის სტანდარტების ავსტრალიის საბჭოს (Australian Council for Healthcare Standards International – ACHSI, Australia) საერთაშორისო აკრედიტაცია. აღნიშნული კლინიკები პირველები აღმოჩდნენ, რომლებმაც შენიშვნებისა და ხარვეზების გარეშე გაიარეს შემოწმება და უმაღლესი შეფასება EQuIP7 მიიღეს. საერთაშორისო აკრედიტაცია მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნითა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით.
საავადმყოფოს სტანდარტების შეფასებისა და ხარისხის ამაღლების პროგრამის (Evaluation and Quality Improvement Program EQuIP7) დანერგვით კლინიკა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების შესაბამის, ხარისხიან მომსახურებასა და უსაფრთხო გარემოს.
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, კლინიკამ მიიღო საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
· სწორი კლინიკური მენეჯმენტი,
· ლაბორატორიისა და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის მუშაობა,
· ინფექციის კონტროლი,
· სახანძრო უსაფრთხოება და გარემოს დაცვა, უსაფრთხო გარემო, როგორც პაციენტებისთვის, ისე კლინიკის პერსონალისთვის,
· პაციენტისა და პერსონალის კმაყოფილება,
· ხარისხის განვითარება და რისკების მართვა,
· ჯანმრთელობაზე პრევენციული ზრუნვის ცნობადობის ამაღლება.
მომსახურების მაღალი სტანდარტების შენარჩუნების მიზნით, პრივატ კლინიკა და მცხეთის სამედიცინო ცენტრი, სამ წელიწადში ერთხელ ხელახლა გაივლიან აკარედიტაციას. პერიოდულად კი იქნება შემოწმებები საერთაშორისო აკრედიტორების მიერ.