რამდენია საქართველოში IT ინჟინრის საშუალო ხელფასი? – Galt&Taggart

IT სერვისების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.77 მლრდ ლარს მიაღწია 2023 წელს, რაც 4-ჯერ აღემატება 2021 წლის მაჩვენებლებს. სწრაფი ზრდა საგადასახადო შეღავათებმა და საქართველოში კომპანიების რელოკაციამ განაპირობა. ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი.
შედეგად, IT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაოთხმაგდა, ხოლო საშუალო ხელფასები გაორმაგდა 2021-23 წლებში. 2023 წლის მონაცემების თანახმად, IT კომპანიებში 14,164 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო საშუალო ხელფასი 7,192 ლარს შეადგენდა.
საქართველოში ხელფასები მაღალია, ხოლო ცხოვრების ხარჯები მცირე, რაც ქვეყანას მიმზიდველს ხდის პროფესიონალებისთვის.
პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის საშუალო ხელფასი საშემოსავლო გადასახადის შემდეგ $3952-ია. ეს მაჩვენებელი აღემატება ამ პოზიციაზე რიგაში, ბუქარესტში, ბუდაპეშტსა და ბელგრადში არსებულ ფასებს. კიდევ უფრო ძვირია ანაზღაურება სანქტ-პეტერბურგში ($4496), მინსკსა ($4,785) და ვარშავაში ($4,632)
.

ასევე დაგაინტერესებთ