2025 წლის 12 დეკემბერს როგორც „თელასმა” ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიამ” სემეკში ინვესტიციები შეათანხმეს – 5 წლის პერიოდში „ენერგო-პრო ჯორჯია” 1.56 მილიარდი ლარის ჩადებას გეგმავს საკუთარი ქსელის განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის, „თელასი” კი 400 მილიონი ლარის ინვესტიციების ჩადებას გეგმავდა. რაც ჯამში 2 მილიარდ ლარს აღწევს.
კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგს” 2024 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 1.1 მილიარდი ლარის შემოსავალი ჰქონდა (რაც წლიურად თითქმის უცვლელია), ხოლო კომპანიის წმინდა მოგება 265 მილიონი ლარი იყო. შედარებისთვის, 2023 წელს კომპანიის წმინდა მოგება 417 მილიონ ლარს შეადგენდა. ჯგუფის მფლობელია ჩეხური კომპანია “ენერგო პრო”, რომლის დამფუძნებელიც ჩეხი ბიზნესმენი იარომირ თესარია.
2024 წელს “თელასს” 227 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, საიდანაც 216 მილიონი ლარი თავად გამანაწილებელ კომპანიაზე – “თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიაზე” ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი იყო. “თელასს” 2024 წელს 93 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, 2024 წელს კი 105 მილიონი ლარის წმინდა მოგება. “თელასის ჯგუფის” 75%-ის მფლობელია რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაო”, ხოლო მინორიტარული წილის მესაკუთრეა ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას ჰოლდინგი.




