რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს შაბათ-კვირას

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 დოლარის ღირებულება 2.6985 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7011 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9327 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.9299 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.