100 მდე შეჩერებული იფრასტრუქტურული პროექტი, 10 მილიარდ ლარამდე დაკარგული ინვესტიცია, 100 000 მდე დაკარგული სამუშაო ადგილი, – ასეთია შედეგები კვლევის, რომლითაც “საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა” ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური საფრთხეები გამოიკვლია და “კომერსანტს” ექსკლუზიურად მიაწოდა.
“ჯამურად „დაკარგული“ ფინანსური მაჩვენებელი შეადგენს – 8 დან 10 მილიარდ ლარს, რომელიც ემპირიული გაანგარიშებით ქვეყნის ეკონომიკაზე წლიურად აისახება – 1.5 – 2 % მშპ ს შემცირებით,” – ვკითხულობთ დოკუმენტში.
“კომერსანტი” ამ სტატიაში მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის საქმეში დასავლური დაფინანსების “დანაკლისს” გაგაცნობთ.
“საქართველოს დერეფნის კვლევის ცენტრი” შეჩერების საფრთხეს ხედავს შემდეგი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის:
1. ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), აზიის განვითარების ბანკის (ADB), მსოფლიო ბანკის (WB), ევროკავშირის (EU) თბილისი – სენაკი – ლესელიძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე – ჯამური ღირებულება – 4.7 მილიარდი ლარი (4 მილიარი ლარი დაიხარჯა, 2025 – 2027 წწ – 700 მლნ ლარი დაიხარჯება) დარჩენილი მონაკვეთების – სამტრედია-გრიგოლეთის, ჩუმათელეთი-ხევის, ზემო ოსიაური-რიკოთის, შორაპანი-არგვეთას, უბისა-შორაპნის, ოთხი დონორი ორგანიზაციის მხრიდან ფინანსური სახსრების შეჩერების პირობებში, ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალის „ხერხემალი“ და მთლიანად დერეფანი დაკარგავს მიმზიდველობას.
2. დაპაუზების გაზრდილი ალბათობა არსებობს, მსოფლიო ბანკის (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული კახეთის საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტის განხორციელების მიმართ, პროექტის სავარაუდო საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარ ლარს, შეადგენს საიდანაც 600 მლნ ლარის პროექტები სადღეისოდ მიმდინარეობს. ფაქტიურად დარჩენილია 1.4 მილიარდი ლარის ფინანსური რესურსის ჩადება, რომელიც მოიცავს, კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის – 180 კმ საავტომობილო ქსელს – თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის 80 კმ ს, ბაკურციხე-წნორის – 16 კმ ს , გურჯაანი (ჩუმლაყი) – თელავის შემოვლითი 30 კმ ს, წნორი-ლაგოდეხის 40 კმ ს.
3. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ასევე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური დახმარებით ხორციელდება მცხეთა -სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობა – რომლის მიზანია, მძიმე კლიმატური პირობებში, წელიწადის ნებისმიერ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადების უწყვეტად და უსაფრთხოდ გადაადგილება. ჯამური ღირებულება – 1.34 მილიარდი ლარი (870 მლნ ლარი დაიხარჯა, 2025 – 2027 წწ – 470 მლნ ლარი დაიხარჯება), დარჩენილი ფინანსური სახსერების მოზიდვის შეჩერაბამ, შესაძლოა გამოიწვიოს ერთიანი პროექტის დაპაუზება.
4. თბილისი – წითელი ხიდის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის – რუსთავი – წითელი ხიდის 32 – კმ – იანი მონაკვეთი წარმოადგენს აღმოსავლეთ – დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელ კომპონენტს, რომლის მშენებლობა განხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით – 579 მლნ ლარი (ძირითადი ინვესტიცია 2025 -2027 წწ ჩაიდება), თუ მხედველობაში, მივიღებთ, იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა 10 წლის განმავლობაში არ განახლებულა, სავარაუდოდ, სადღეისოდ, დონორების ფინანსური სახსრების დაბლოკვით, კითხვის ქვეშ აღმოჩნდება, ერთობლიობაში აღმოსავლეთ – დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტის მდგრადი და უწყვეტი ფუნქიონირება.
5. ალგეთი – სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი – 29 კმ იანი მონაკვეთი წარმოადგენს, აღმოსავლეთ – დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელ კომპონენტს, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ჯამური ინვესტიცია – 380 მლნ ლარი (ძირითადი ინვესტიცია 2025 -2027 წწ ჩაიდება), მოსალოდნელია ფინანსური სახსრების ბლოკირება, ამ თვალსაზრისით, კითხვის ქვეშ აღმოჩნდება, ერთობლიობაში აღმოსავლეთ – დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ფუნქიონირება.
6. აზიის განვითარების ბანკის (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ერთობლივად დაფინანსებული ჯამური ღირებულება – 367 მლნ ლარი (330 მლნ ლარი დაიხარჯა, 2024 წწ – 37 მლნ ლარი დაიხარჯება) ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი – წარმოადგენს სტრატეგიულ მონაკვეთს, ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში. მიუხედვად იმისა, რომ დასრულებას მცირე ფინანსური სახსრები ესაჭიროება, პროექტის გაჭიანურებამ შესაძლოა გამოიწვიოს სტრატეგიული მაგისტრალის დაპაუზება.
7. გარკვეულ წილად, დაუსრულებელ პროექტად იქცა, კუვეიტის განვითარების ფონდის (Kuwait Fund) მიერ 110 მლნ ლარით (2024 წელს გამოეყო – 20 მლნ ლარი) დაფინანსებული ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია – რეკონსტრუქციის პროექტი. მიუხედავარ, იმისა, რომ მცირე კაპიტალდაბანდებაა დარჩენილი, შესაძლებელია გარკვეული ვადით გადავადდეს აღნიშნული პროექტის დასრულა.
8. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ 110 მლნ ლარით დაფინანსებული შიდა სახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი – SRAMP რომლის მიზანს წარმოადგენდა, შიდა სახელმწიფოებრივი გზების ქსელის აქტივების მართვის გაუმჯობესება და ითვალისწინებდა – ხიდისთავი – ატენი – ბოშურის, თიანეთი – ახმეტა – ყვარელი – ნინიგორის და ჟინვალი -ბარისახო – შატილის გზების რეაბილიტაციას, უხარისოდ შესრულებული სამუშაოების გამო მოექცა კონტროლის პალატის მეთვალყურეობის ქვეშ, გამორიცხული არ არის დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვა პროექტის ხარვეზების გამოსასწორებლად.
9. აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული 61 მლნ ლარის ღირებულების რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობის პროექტი – ითვალისწინებს 50 წლის წინ აშენებული ჰიდროკვანძის ნაცვლად 436 მეტრი სიგრძის ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობას, აღნიშნული პროექტის სამჯერ გადავადების მიუხედავად, სავარაუდოდ მისი განხორციელება დაპაუზდება.
შემდეგი სტატია ამ თემაზე, სადაც ქვეყნის მუნიციპალური ინტეგრირებული ინფრასტრუქტურის შექმნა-სრულყოფისკენ მიმართული დასავლური პროექტების შეჩერების საფრხეზე გაიგებთ, გამოქვეყნდება ზუსტად ერთ საათში, 16 საათზე.
ცნობისთვის, “საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” მიერ ჩვენთვის ექსკლუზიურად მოწოდებულ კვლევაში თავმოყრილი პროექტები აერთიანებს, ცხრა მიმართულებას:
ენერგეტიკა და კავშირგაბმულობა, სადც ორგანიააცია საქართველოს მთავრობის ანდიდასავლური პოლიტიკის გამო 14 მსხვილი პროექტის შეჩერების რისკს ხედავს.
რეგიონალური განვითარება. ამ მხრივ 8 სმხვული პროექტის შეჩერებაზეა ეჭვი.
საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი საავტომობილო გზები,
მუნიციპალური ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა,
ურნაბული მობილური ინფრასტრუქტურა,
სატრანზიტო შესაძლებლობა, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურა,
გარემოს დაცვის ინფრასტრუქტურა,
საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურა,
ინფრასტრუქტურის მდგრადობისკენ მიმართული პროექტები – კაპიტალის ბაზრის განვითარება, ეკონომიკური უსაფრთხოება და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.