რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ პარლამენტში შეიძლება, პარტიების იმაზე ნაკლები რაოდენობა ვიხილოთ, ვიდრე ახლაა

ფსიქოლოგისა და პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ პარლამენტში შეიძლება, პარტიების იმაზე ნაკლები რაოდენობა ვიხილოთ, ვიდრე ახლაა.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს ბარიერის გადალახვის პერსპექტივა, ამ ეტაპზე, არ აქვთ.
„Edison research -ის კვლევაში ერთმა სკანდალურმა მომენტმა წამოიწია წინ. კერძოდ, შედეგების ჯამი ერთხელ 102 გამოვიდა, შემდეგ შეასწორეს და 101. არადა 100-ზე მეტი არ უნდა იყოს. ეს დეტალი იმ მხრივ არის საყურადღებო, რომ მიუთითებს, შედეგები ბუნებრივი არ არის, ხელოვნურია. ძნელია, ასეთ შედეგებს ენდო. მიუხედავად ამისა, რაღაც ტენდენციაზე ლაპარაკი შეიძლება. აქაც და Gorbi-სთანაც. ტენდენციად შეიძლება შეფასდეს ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ორივე გამოკვლევაში ერთნაირი პროცენტით ფიგურირებს – 20%-ით. კიდევ ის, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიების შედეგები დაბალია. ამ პარტიებს ბარიერის გადალახვის პერსპექტივა, ამ ეტაპზე, არ აქვთ. სავარაუდოა საერთო ტენდენცია, რომელიღაც ორპარტიული პარლამენტი, ანუ პარტიების რიცხვი უფრო მცირე შეიძლება იყოს, ვიდრე დღეს არის. პარლამენტი, სადაც ეს პარტიებიც ერთნაირი ძალით არ იქნებიან წარმოდგენილები. „ქართულ ოცნებას“ ხმების უფრო მეტი რაოდენობა ექნება“,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გერმანიის ელჩისთვის საქართველოდან გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, ამიტომ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ – რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება

მამუკა მდინარაძე – შურთ უკრაინის და საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან – თუ დავუჯერებთ, გვარამია მართალი კაცია, ხოშტარია რუსებს ვერ იტანს, ხაზარაძე მოწყალე და გახარია უღალატო ადამიანია