რამაზ სამხარაძე: როდესაც დადგება დრო, ამ პროცესებში მონაწილე ჟურნალისტების საქმიანობა აუცილებლად უნდა შეფასდეს სამართლებრივ და პროფესიულ ჭრილში

“ესე იგი, უკვე ოფიციალურად აღიარებს დამარცხებას, მაშინ როცა ტელეკომპანია იმედი ამ დრომდე ავრცელებს დეზინფორმაციას და რეალობას აცდენილ გზავნილებს.
ასეთ დროს, განსაკუთრებით მკაფიო ხდება მედიის პასუხისმგებლობის საკითხი. როდესაც დადგება დრო, ამ პროცესებში მონაწილე ჟურნალისტების საქმიანობა აუცილებლად უნდა შეფასდეს სამართლებრივ და პროფესიულ ჭრილში.
საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს — ვინ და როგორ ავრცელებდა მცდარ ინფორმაციას კრიტიკულ მომენტებში.
ამავდროულად, უნდა დაიწყოს სერიოზული დისკუსია მედიის სტანდარტებზე, ეთიკაზე და იმაზე, თუ რა შედეგები უნდა მოჰყვეს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. მსგავსი პრაქტიკა ვერ დარჩება უპასუხოდ — ეს აუცილებელია როგორც დემოკრატიული სისტემის, ისე საზოგადოების ნდობის დასაცავად”, –

წერს სოციალურ ქსელში რადიო თბილისის მფლობელი რამაზ სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახუშტი მენაბდე – უნგრეთის არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია, როგორ გაება თავისსავე მახეში რეჟიმი – ორბანმა საარჩევნო სისტემა ძალაუფლების სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმუშავა და ადგებოდა კიდეც 15 წელი, მაგრამ საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა