რაისი: დამასკოში საელჩოზე ლაჩრული თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა დამასკოში ირანის საელჩოზე თავდასხმაზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ეს ლაჩრული თავდასხმა ირანის მხრიდან უპასუხოდ არ ჩაივლის. სირიული და ირანული წყაროების მიხედვით, დამასკოში ირანის საელჩოზე სარაკეტო იერიში ს თავდაცვის ძალებმა მიიტანა.
“წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლების რწმენასთან და ნებასთან მრავალი დამარცხების და წარუმატებლობის შემდეგ სიონისტურმა რეჟიმმა დაიწყო პირდაპირი მკვლელობები საკუთარი თავის გადასარჩენად” – წერია ებრაჰიმ რაისის განცხადებაში.
ირანმა 1-ელ აპრილს დაადასტურა, რომ დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილი იერიშის შედეგად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 7 წევრი მათ შორის 2 გენერალი – მოჰამედ რეზა ზაჰედი და მისი მოადგილე მოჰამად ჰაჯ რაჰიმი მოკვდნენ. ზაჰედი IRGC-ის სამხედრო ფრთის ოპერაციებს ხელმძღვანელობდა ლიბანსა და სირიაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს დამასკოში თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.