,,რაიმე არის რაც „გატორმუზებთ“ იმისგან, რომ მოქალაქეებმა ასეთ კატასტროფულ თანხად არ იყიდონ წამალი?” – წილოსანი GM ფარმას დირექტორს

დენის ტარიფის გაზრდის პატალელურად, საპარლამენტო ფასების რეგულირების კომისიის სხდომა მიმდინარეობს.  ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა GM ფარმას დირექტორს გოჩა გოგილაშვილს მედიკამენტების მაღალ ფასებთან დაკავშირებით ჰკითხა:

“2024 წელს თქვენ საერთო შემოსავლები გქონდათ 185 მლნ-მდე, საიდანაც წმინდა მოგება გადასახადების და ა.შ. გარეშე, დაგრჩათ 60 მლნ. ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოში მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი უძვირესია. სანამ სახელმწიფო რეფერენტულ ფასებს არ დააწესებდა, თქვენ ყიდდით ისეთ ფასებად მედიკამენტებს, რომლითაც ადამიანებს არ შეეძლოთ ფიზიკურად, თავის გადარჩენისთვის, წამალი ეყიდათ. გადადიოდნენ თურქეთში და იქიდან შემოჰქონდათ წამლები, იმიტომ, რომ ადგილზე წარმოუდგენლად დიდი ფასნამატით ყიდდით წამლებს. რეფერენტული ფასების შემდგომ, თქვენ ჩვეულებრივად მოერგეთ სიტუაციას, შესაძლებლობის ფარგლებში ჩამოწიეთ თქვენი მარჟა და გააგრძელეთ ასევე წარმატებულად საქმიანობა. ჯდება თუ არა ეს ბიზნესის რაიმე ეთიკაში, როდესაც შეგიძლიათ, რომ გქონდეთ ადამიანური და ნორმალური მოგება და ამ პირობებში, მოგების ამ პროცენტების ხარჯზე მოქალაქეებს უწევთ, რომ კოლოსალური თანხები გადაიხადონ მედიკამენტებში. რომ არა რეფერენტული ფასები და კონკრეტული ჩარევა სამინისტროს მხრიდან, იყიდდნენ თუ არა მედიკამენტებს ჩვენი მოქალაქეები გაცილებით ძვირად, რომელსაც ახლა ძალიან ნორმალურ ფასად ყიდულობენ?! მაინტერესებს თქვენი, როგორც ბიზნესი მწარმოებლის პოზიცია გავიგო. თქვენ შეგიძლიათ, რომ წამალზე დააწესოთ 200%-იანი მოგებაც, ამაში აქამდე თავისუფლები იყავით, სანამ რაღაც წამლებზე რეფერენტული ფასი არ დადგინდებოდა. რაიმე არის რაც „გატორმუზებთ“ იმისგან, რომ მოქალაქეებმა ასეთ კატასტროფულ თანხად არ იყიდონ წამალი, რომელიც არის მათი ჯანმრთელობისა და მათი გადარჩენის წინაპირობა? ხომ არსებობს რაღაც ბიზნესეთიკა, ეს ხომ არ არის ფუფუნების საგანი, ადამიანის განვითარების შემდგომი და უფრო მაღალი ეტაპი, ეს არის მისი არსებობისთვის აუცილებელი წინაპირობა. რა ეთიკითა და სტანდარტებით მოქმედებთ, როდესაც ფასები წამლებზე თითქმის დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია. ახლა მე თქვენ კონკრეტულად მარტო მწარმოებელს არ გესაუბრებით, თქვენ წარმოადგენთ იმ ძლიერ ფარმაცევტულ ჯგუფს, სამედიცინო ჯგუფს, რომელიც ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას მონოპოლიურად, ყველა მიმართულებით არის გაშლილი და სადაც თქვენ გაქვთ უამრავი საშუალება, რომ რაღაცნაირად იმანიპულიროთ პაციენტზე. შესაძლოა, მე ვცდები, მაგრამ მინდა, რომ ამიხსნათ, სად არის პაციენტის გადაზღვევის საშუალებები. რეფერენტულ ფასებამდე იღებდით გაცილებით დიდ მოგებას და ოდნავადაც არ შეჰქმნია აქ მყოფ არცერთ მწარმოებელს თუ სააფთიაქო ქსელს დისკომფორტი, რომ ამით მომხმარებელსა და ჩვენს მოქალაქეებს აზიანებდით. მაინტერესებს როგორ მუშაობს ეს ქსელი, რომელიც თქვენ გაქვთ შექმნილი? ხართ თუ არა გარიგებული ექიმებთან? ექიმები ნიშნავენ თუ არა სპეციალურად იმ წამლებს? იღებენ თუ არა ამისთვის კონკრეტულ შემოსავლებს? აქვთ თუ არა ბონუსები? თქვენი ნაწარმოები წამლები რა ფასნამატით მიდის და იყიდება სააფთიაქო ქსელებში”.

 GM ფარმას დირექტორმა, გოჩა გოგილაშვილმა კითხვას ასე უპასუხა:

“სახელმწიფო რეგულაციის მიხედვით როგორც არეგულირებს, ისე იქცევა ყველა კომპანია აბსოლუტურად. დააწესეს რეფერენტული ფასები, დაჯდა რეფერენტული ფასი. რაღაც პრეპარატები გავიდა ბაზრიდან. დღეს 5 პრეპარატი, რომელსაც აწარმოებს GM ფარმა, ყიდის მინუსში, რომელიც ზის სოციალურ და რეფერენტულ პროგრამაში”.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი მარიამ ლაშხს – თქვით, რომ თეატრი გამოყენებულია პოლიტიკურ სცენად, ეს იმის გამოა, რომ „ოცნება“ რეპრესიულ პოლიტიკას აწარმოებს! თქვენ „ხარებას“ და მისნაირ მოძალადეებს მიანიჭეთ ინდულგენცია და ღირსების ორდენები დაურიგეთ!