რაიან როუთს ოფიციალურად წაუყენებს ბრალი ტრამპზე თავდასხმის მცდელობაში

აშშ-ის ფედერალურმა პროკურორებმა ოფიციალურად წაუყენეს ბრალი 58 წლის რაიან როუთს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის, ყოფილი პრეზიდენტის ს მკვლელობის მცდელობისთვის.
ტელეკომპანია ABC News-ის ცნობით, ბრალდება შედგება სამი პუნქტისგან: „ცნობილი საპრეზიდენტო კანდიდატის” მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისა და ფედერალურ მოხელეზე თავდასხმის მიზნით.
-ის მოქალაქე, 58 წლის რაიან როუთი, წინასწარ შექმნილ ჩანაწერში აღიარებს, რომ დაგეგმა თავდასხმა დონალდ ტრამპზე და იწინასწარმეტყველა კიდეც მისი წარუმატებლობა. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც პროკურორებმა სასამართლოს გადასცეს.
სროლა 15 სექტემბერს მოხდა ფლორიდაში, პალმ ბიჩში, გოლფის მოედანთან, სადაც იმ მომენტში დონალდ ტრამპი იმყოფებოდა.
მედიის თანახმად, როუთი ნასამართლები იყო. მან პრესას უთხრა, რომ ცდილობდა ავღანეთის არმიის ყოფილი ჯარისკაცების გადაბირებას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის და რომ 2022 წელს რამდენიმე თვე უკრაინის ტერიტორიაზე გაატარა.
წელს დონალდ ტრამპზე თავდასხმა უკვე განხორციელდა ივლისში. მას ყურში მოხვდა ტყვია მას შემდეგ, რაც პენსილვანიელმა თომას მეთიუ კრუქსმა ცეცხლი გაუხსნა 13 ივლისის შეხვედრაზე. თავდამსხმელი, რომლის მოტივი ამ დრომდე გაურკვეველია, მოკლეს. სროლის დროს აქციის ერთ-ერთი დამსწრე დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი გიგიაძე – წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვართ, როდესაც აღარავის უნდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა, უუქმებენ ვახშამზე მოსაწვევს ამერიკის პრეზიდენტთან – ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ ამ ხელისუფლებასთან წყვეტს ურთიერთობებს