რაზე შეთანხმდნენ ფაშინიანი და ალიევი – ერევანი განცხადებას ავრცელებს

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრ სა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელსაც „არმენპრესი“ ავრცელებს.
„2025 წლის 10 ივლისს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვდნენ აბუ დაბიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დარეგულირების დღის წესრიგის სხვადასხვა ასპექტი. მხარეებმა დაადასტურეს, რომ ურთიერთობების დარეგულირების პროცესზე ორიენტირებული საკითხების განხილვისთვის ორმხრივი მოლაპარაკებები ყველაზე ეფექტიანი ფორმატია, რის საფუძველზეც მიღწეულია შეთანხმება შედეგზე ორიენტირებული დიალოგის გაგრძელების თაობაზე. ქვეყნების ლიდერებმა, ხაზგასმით აღნიშნეს დელიმიტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და დაავალეს შესაბამის სახელმწიფო კომისიებს გააგრძელონ პრაქტიკული მუშაობა აღნიშნული მიმართულებით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ორმხრივ მოლაპარაკებებს და ნდობის განმტკიცების ღონისძიებებს.
ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა აბუ დაბიში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესის ფარგლებში ჩატარდა და 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.