„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, კოპენჰაგენში შეხვედრისას, ალიევმა და ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნეს ვაშინგტონის მშვიდობის სამიტზე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით მიღწეული შეთანხმებების მნიშვნელობა.
“მათ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მუშაობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვეს რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების სარგებელს, განიხილეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების და სომხეთის ტერიტორიაზე „TRIPP“-ის პროექტის განხორციელების წინსვლა, ასევე გაცვალეს მოსაზრებები ვაშინგტონის დეკლარაციის განხორციელების ირგვლივ. ამ კონტექსტში, მხარეები მიესალმნენ ეუთოს მინსკის პროცესის და მასთან დაკავშირებული ყველა სტრუქტურის შეწყვეტის შესახებ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ნდობის განმამტკიცებელი ღონისძიებების შემდგომი განხორციელების აუცილებლობას და შეთანხმდნენ გააგრძელონ კონტაქტები”.
