რაზე ისაუბრეს ზელენსკიმ და NATO-ს გენერალურმა მდივანმა

უკრაინის პრეზიდენტი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, მარკ რიტეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ თავად ზელენსკი ავრცელებს.
“ჩვენ განვიხილეთ NATO-ს წევრ ქვეყნებთან კოორდინაცია, რათა განვითარდეს ერთობლივი პოზიცია ომის დასრულებაზე და რუსეთზე ზეწოლა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ამის ერთ-ერთი მთავარი პირობა უნდა იყოს უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები. მადლობელი ვარ ჩვენი სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერისთვის და ბრიუსელში რამშტეინის ფორმატის და NATO-უკრაინის საბჭოს შეხვედრებისთვის. ჩვენ ველით, რომ ყველა მიღებული გადაწყვეტილება შესრულდება, რაც შეიძლება მალე”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში და რუტესთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია