“რაზეც ჯო უილსონი საუბრობს, საბოლოო ჯამში გახდება ნაწილი “მეგობარი აქტის” – ხიდაშელი

“ოცნების” ყოფილი მინისტრი, ვარაუდობს, რომ მომავალი კვირიდან შტატებიდან ფორმალიზებულ სიახლეებს უნდა ველოდოთ.
ხიდაშელი ფიქრობს, რომ კონგრესში საბოლოოდ “მეგობარი აქტის” და “არაღიარების აქტის” გაერთიანება მოხდება და საბოლოოდ ერთი კანონპროექტის სახით უყრიან კენჭს.
ხიდაშელი ამბობს, რომ ჯო უილსონის წარდგენილი ორივე კანონპროექტი, საუბარია – “მეგობარი აქტზე” და “ქართული კოშმარის არაღიარების აქტზე”, დააყენებს იმ შედეგს რომ “ოცნება” მიხვდება, თუ რა მასშტაბურ ზიანს აყენებს ქვეყანას.
რაზეც ჯო უილსონი საუბრობს, საბოლოო ჯამში გახდება ნაწილი “მეგობარი აქტის”, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის დაბრუნება დემოკრატიული და ევროპული კურსის ერთგულებასთან. მე ვვარაუდობ, რომ ეს კვირა იქნება კონსულტაციების კვირა და უკვე მომავალი კვირიდან ფორმალიზებულ სიახლეებს გავიგებთმ, თორემ სიახლეები ამ კვირაშიც ბევრი გვექნება. ორპარტიული მხარდაჭერა გარანტირებული აქვს, რადგან ვიცით, როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების პოზიცია, ამ თვალსაზრისით კითხვები არ არსებობს. “ოცნებას” შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს, მაგრამ რეალობა არ იცვლება მათი საუბრით, ვინაიდან ორპარტიული მხარდაჭერ აქვს, არც მათი კენჭისყრების პრობლემა დადგება. მე იმედს ვიტოვებ, რომ მთავარი შედეგები, რომლებსაც ეს კანონპროექტები დააყენებს, იქნება ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მიხვდება, რა მასშტაბურ ზიანს აყენებს ქვეყანას”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

ასევე დაგაინტერესებთ