რადოსლავ სიკორსკი: ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ რუსეთს იმის გარანტია, რომ ჩვენს ტერიტორიაზე პუტინის თვითმფრინავის გადაფრენის შემთხვევაში…

პოლონეთმა გააფრთხილა ს პრეზიდენტი , რომ თუ ის უნგრეთში გამგზავრებისას პოლონეთის საჰაერო სივრცეს გადაუფრენს, ქვეყანას შესაძლოა მოუწიოს მისი დაკავება საერთაშორისო ორდერის საფუძველზე. ამის შესახებ წერს Reuters.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ განაცხადა, რომ ვერ იძლევა გარანტიას, რომ დამოუკიდებელი პოლონური სასამართლო არ გასცემს განკარგულებას პუტინის თვითმფრინავის გაჩერებისა და ჰააგაში გადაყვანის შესახებ.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერი ავალდებულებს ყველა წევრ სახელმწიფოს, დააკავონ პუტინი, თუ ის მათ ტერიტორიაზე აღმოჩნდება. დიპლომატის თქმით, რუსულმა მხარემ ამის შესახებ კარგად იცის, ამიტომ თუ სამიტი მაინც გაიმართება, მოსალოდნელია, რომ რუსეთის თვითმფრინავი სხვა მარშრუტით იმოძრავებს.

მიუხედავად ამისა, იმისთვის, რომ რუსულმა დელეგაციამ უკრაინის საჰაერო სივრცე აიცილოს, მას მაინც მოუწევს ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის თავზე ფრენა, რომელთა ყველა წევრიც არის სასამართლოს მონაწილე. გამონაკლისია მხოლოდ უნგრეთი, რომელიც უკვე იწყებს სასამართლოს შემადგენლობიდან გასვლის პროცესს.