რადოსლავ სიკორსკი ყირიმის გაერო-ს მანდატის ქვეშ გადაცემის ინიციატივით გამოდის

უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო საკითხის განხილვისას ს საკუთრების საკითხი გადამწყვეტ როლს ითამაშებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ განაცხადა.
„ყირიმი სიმბოლურად მნიშვნელოვანია სთვის და განსაკუთრებით პუტინისთვის, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ამიტომ, მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება შეთანხმებას მიაღწიონ ყირიმის დემილიტარიზაციის გარეშე. შეგვიძლია მისი გაერო-ს მანდატის ქვეშ გადაცემა სამართლიანი რეფერენდუმის მომზადების მისიით მას შემდეგ, რაც გადამოწმდება ვინ არიან კანონიერი მცხოვრებლები და ასე შემდეგ და შეიძლება ეს 20 წლით გადავდოთ“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე დიდი შეცდომა უწოდა დასავლეთის, მათ შორის ამერიკელების, მხრიდან უკრაინელებისთვის იმის თქმას, რომ ყირიმში არ იბრძოლონ.
„უკრაინელებს რომ ყირიმში ებრძოლათ, თუნდაც სიმბოლურად, მას [ვლადიმერ პუტინს] შესაძლოა დონბასზე გადაწყვეტილება არ მიეღო“, -აღნიშნა სიკორსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება