„უკრაინის ევროპელი მოკავშირეები ვოლოდიმირ ზელენსკის დავარწმუნებთ, რომ მას მხარს დავუჭერთ, თუ კიევი გადაწყვეტს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას,“ — განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ TVN24-ის ეთერში.
„ჩვენ ზელენსკის ვეტყვით, რომ გავაგრძელებთ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით: იარაღის მიწოდებას, მხარდაჭერას და ევროკავშირში გაწევრიანების გზის უზრუნველყოფას. უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ბრძოლა გააგრძელოს,“ — აღნიშნა სიკორსკიმ.




