რადოსლავ სიკორსკი – უკრაინელები დასავლეთს ასწავლიან, როგორ დაუპირისპირდეს რუსეთს და არა პირიქით

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უკრაინელები ასწავლიან მათ ს ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლას და არა პირიქით.
მისი თქმით, პოლონური დრონების საწინააღმდეგო ჯგუფები უკრაინელ ოპერატორებთან ტრენინგს გაივლიან, რათა თავი დაიცვან მომავალი თავდასხმებისგან.
„უკრაინელებს რუსული დრონების წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკეთესი აღჭურვილობა აქვთ და მათ რუსული არმიის წინააღმდეგობის გაცილებით ღრმა და განახლებული გამოცდილება აქვთ. ეს არის ის, რაც საზოგადოებამ და დასავლეთის მთავრობებმა სასწრაფოდ უნდა გაითვალისწინონ: რომ სწორედ უკრაინელები გვასწავლიან, თუ როგორ დავუპირისპირდეთ რუსეთს და არა პირიქით“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
მისი განმარტებით, პოლონური ჯგუფების ტრენინგი პოლონეთში, ნატო-ს სასწავლო ცენტრში ჩატარდება, სადაც უფრო უსაფრთხო გარემოა, ვიდრე ში ჩატარების შემთხვევაში იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არ ვიცი, ნოშიკო ნამორაძე ქვეყანაშია თუ არა, კაცი ბიზნესმენია, შეიძლება ბრიტანეთში წავიდეს, შეიძლება დაბრუნდეს, ჩვეულებრივი საქმეა – ჩვენ პოლიტიკური და სხვა რაიმე ნიშნით არ ვარჩევთ ერთმანეთისგან ბიზნესმენებს

პროკურორი – იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა გელა უძილაურმა მისი თვალით ნახა და მოისმინა, რომ მას პრაქტიკულად გამოსავალი აღარ რჩება, არ გამოვრიცხავ, სასამართლოს ჩვენება მისცეს