რადოსლავ სიკორსკი – საქმე გვაქვს უპრეცედენტო თავდასხმასთან არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ ნატო-სა და ევროკავშირის ტერიტორიაზე – არც პოლონეთი და არც ნატო არ შეშინდებიან, ჩვენი ქვეყანა გამოწვევისთვის მომზადებულია

პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთს საჰაერო სივრცის ასეთი მასიური დარღვევა აქამდე არ ჰქონია. საგარეო უწყების მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ინფორმაცია მიაწოდა -ის სახელმწიფო მდივანს.
“პოლონეთის საჰაერო სივრცე 19-ჯერ დაირღვა, და რუსულმა დრონებმა პოლონეთს გადაუფრინეს და ჩამოვაგდეთ. ეჭვიც კი არ გვაქვს, რომ ეს შემთხვევითი არ იყო…
საქმე გვაქვს უპრეცედენტო თავდასხმასთან არა მხოლოდ პოლონეთის ტერიტორიაზე, არამედ ნატო-სა და ევროკავშირის ტერიტორიაზე. შესაბამისად, პოლონეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-4 სტატიის ამოქმედება მოითხოვა…
მინდა, აღვნიშნო, რომ არც პოლონეთი და არც ნატო არ შეშინდებიან. რაც პოლონელებმა გასულ ღამეს განიცადეს, ჩვენი უკრაინელი მეზობლები თითქმის ყოველ ღამე განიცდიან უფრო დიდ, უფრო ტრაგიკულ მასშტაბში…
პოლონელები და პოლონეთის სახელმწიფო მოემზადა ამ კრიზისული დროისთვის, და დღეს შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევისთვის მომზადებულია”, – განაცხადა სიკორსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – პროტესტის მხედართმთავარი როგორი უნდა იყოს, მუზარადი ეხუროს და ხმალი ეჭიროს? ხაბეიშვილს ან ბურჭულაძეს რას უწუნებენ? – არჩევნებს რაც შეეხება, „ოცნება“ 70%-ს დაიწერს, მთავარი მონაწილეობა კი არ არის, ოლიმპიადაზე ხომ არ ვართ?