პუტინი მთელი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, მისი მიზნები იმაზე უფრო ამბიციურია, ვიდრე ეს ზოგიერთს ჰგონია, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
„მას არა მხოლოდ უკრაინის დამორჩილება, არამედ აშშ-ს ევროპიდან გაძევება და ალიანსის გაყოფა სურს“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
მისი თქმით, „უკრაინაში ომი სწრაფად არ დასრულდება, რადგან ეს კოლონიური ომია“.
„ისტორიულად, მსგავსი ომები, როგორც წესი, დაახლოებით ათწლეული გრძელდება. პუტინი მშვიდობას მაშინ დათანხმდება, როდესაც მიხვდება, რომ გამარჯვებას მისთვის მისაღებ ფასად ვერ მიაღწევს, მაგრამ ახლა კვლავ თვლის, რომ იმარჯვებს“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, სიკორსკის ცნობით, ვარშავის მოთხოვნით გაერო-ს უშიშროების საბჭო პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის საკითხს განიხილავს.
