პუტინმა გიგანტი გააღვიძა, მას ჯერ წარმოდგენა არ აქვს რამდენად ძვირად დაუჯდება ეს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„პუტინმა გიგანტი გააღვიძა. მას ჯერ წარმოდგენა არ აქვს რამდენად ძვირად დაუჯდება ეს. ევროკავშირის ეკონომიკა 19 ტრილიონ დოლარს შეადგენს. დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დასაწყისიდან, ევროპელმა მოკავშირეებმა, კანადასთან ერთად, თავდაცვაზე ხარჯები გააორმაგეს. ახლა კვლავ გავაკეთებთ ამას და უკეთ დავხარჯავთ, ვიდრე წარსულში. რუსეთის ეკონომიკა 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს. როგორც ევროპა, სამშვიდობო მიზნებზე 2.5-ჯერ მეტს გამოვყოფთ, ვიდრე რუსეთი გამოყოფს საომარ ძალისხმევებზე.
საკმარისია, რომ უბრალოდ უფრო ჭკვიანურად დავხარჯოთ ფული“, – წერს სიკორსკი.
