რადოსლავ სიკორსკი – მინდა არა ის, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობდეს, არამედ ის, რომ ის უკრაინიდან გავიდეს

მინდა არა ის, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობდეს, არამედ ის, რომ ის უკრაინიდან გავიდეს. მას შეუძლია ეს ხუთ წუთში გააკეთოს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მას სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვაზე პუტინის მზადყოფნაზე.
„მინდა არა ის, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობდეს, არამედ ის, რომ ის უკრაინიდან გავიდეს. თუ ამას არ გააკეთებს, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგება. მას არაფერი ესაქმება გაეროს სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე”, – აღნიშნა სიკორსკიმ.
მისი თქმით, აწუხებს რუსული რეჟიმის ბუნება და პუტინის კონტროლი რუსეთზე.
“ამ პირობებში, პუტინმა, შეიძლება, ცუდი ომი ამჯობინოს კარგ მშვიდობას. რადგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ომი გაგრძელდება, ის თავს მნიშვნელოვნად იგრძნობს. ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ბუნება, რომელიც ომებს იწყებს”, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”