– მინდა არა ის, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობდეს, არამედ ის, რომ ის უკრაინიდან გავიდეს

მინდა არა ის, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობდეს, არამედ ის, რომ ის უკრაინიდან გავიდეს. მას შეუძლია ეს ხუთ წუთში გააკეთოს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მას სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვაზე პუტინის მზადყოფნაზე.
„მინდა არა ის, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობდეს, არამედ ის, რომ ის უკრაინიდან გავიდეს. თუ ამას არ გააკეთებს, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგება. მას არაფერი ესაქმება გაეროს სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე”, – აღნიშნა სიკორსკიმ.
მისი თქმით, აწუხებს რუსული რეჟიმის ბუნება და პუტინის კონტროლი რუსეთზე.
“ამ პირობებში, პუტინმა, შეიძლება, ცუდი ომი ამჯობინოს კარგ მშვიდობას. რადგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ომი გაგრძელდება, ის თავს მნიშვნელოვნად იგრძნობს. ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ბუნება, რომელიც ომებს იწყებს”, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი: მე ვარ დასანქცირებული. ჩავთვალოთ, რომ, დღეს არ მიკეთია ბროში, მაგრამ ბროში რომ მიკეთია, იმის მაგივრად მიკეთია ყვითელი ვარსკვლავი, თუ ჩავთვლი, რომ სანქცია არის ჩემთვის ყვითელი ვარსკვლავი, რომ ვარ მე მიუღებელი

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ