პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მილიარდერ ილონ მასკს შორის ურთიერთობის დაძაბვას ეხმაურება.
„ხედავ, დიდო კაცო, პოლიტიკა უფრო რთულია, ვიდრე შენ გეგონა“, – წერს სიკორსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
სიკორსკი ილონ მასკის რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს, სადაც მილიარდერი ბიზნესმენი მის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, პოლონეთი უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის წელიწადში, დაახლოებით, 50 მილიონ აშშ დოლარს იხდის და თუ დადასტურდება, რომ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერია, იძულებული გახდება, ახალი მიმწოდებლები მოიძიოს.
„ჩუმად იყავი, პატარა კაცო, თქვენ იხდით ღირებულების მცირე ნაწილს. Starlink-ის შემცვლელი არ არსებობს“, – აღნიშნულია მასკის მიერ მარტში გამოქვეყნებულ პოსტში.
