რადოსლავ სიკორსკი – დროა, რუსეთის ხელმძღვანელობამ გაიგოს, რომ ევროპის უკანასკნელი იმპერიის აღდგენის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, განზრახ დაესხა თავს ნატო-ს წევრ ქვეყანას და კრემლის განცხადებები ჩაურევლობის შესახებ ტყუილი და ტიპური საბჭოთა პრაქტიკაა.
“პოლონეთის საჰაერო სივრცე 19-ჯერ დაარღვია რუსეთში წარმოებულმა დრონებმა. ჩვენი შეფასებით, მათ კურსიდან არ გადაუხვევიათ, არამედ განზრახ მიმართეს. პოლონეთი, ევროკავშირი და ნატო არ შეშინდებიან და გავაგრძელებთ უკრაინის მამაცი ხალხის მხარდაჭერას. დროა, რუსეთის ხელმძღვანელობამ გაიგოს, რომ ევროპის უკანასკნელი იმპერიის აღდგენის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის მიერ ზე განხორციელებული თავდასხმის დროს, დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონეთმა დრონების გასანეიტრალებლად ოპერაცია ჩაატარა.