რადოსლავ სიკორსკის თქმით, რუსეთის ეკონომიკა ერთ-ორ წელში დაიწყებს ნგრევას

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ ნატოს ვაშინგტონის სამიტის დაწყების წინ BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ს ეკონომიკა ომისა და სანქციების ტვირთის ქვეშ ერთი-ორი წლის შემდეგ დაიწყებს ნგრევას.
„პუტინს არ ესმის დემოკრატიის ფსიქოლოგია. ის ფიქრობს, რომ შეუძლია დაგვაშინოს ამ სისასტიკით, მაგრამ არ ესმის, რომ ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენი საზოგადოებრიობის მიზანდასახულობას,“ თქვა სიკორსკიმ.
სერიოზულ სამხედრო და მატერიალურ დახმარებას იღებს, ამ მომენტისთვის ეს სამასი მილიარდია, პლუს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტები, პლუს საკუთარი სამხედრო ბიუჯეტი, პლუს რუსეთის მიმართ სანქციები, პლუს იარაღი, რომელიც ახლა ურტყამს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ვფიქრობ, რუსეთის ეკონომიკა ერთი-ორი წლის შემდეგ ნგრევას დაიწყებს“.
„ჩვენ უნდა უბრალოდ შევინარჩუნოთ არჩეული კურსი. ჩვენ 20-ჯერ მეტი რესურსები გვაქვს, ვიდრე რუსეთს და რუსეთს ფული უთავდება,“ დასძინა სიკორსკიმ.
როგორც BBC იუწყება, კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის დაანგარიშებით, ივნისის დამდეგისთვის -მა და ევროპამ უკრაინის დასახმარებლად დახარჯეს დაახლოებით 180 მილიარდი ევრო და არა 300 მილიარდი დოლარი ან ევრო, როგორც ეს სიკორსკიმ თქვა.
ამ 180 მილიარდის ნაწილს შეადგენს უკვე გაწეული დახმარების ღირებულება, დანარჩენ ნაწილს კი უკვე გამოყოფილი თანხა დახმარებისთვის, რომელიც ჯერ არ მიუწოდებიათ უკრაინისთვის.