რადოსლავ სიკორსი – რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ დრონებმა ჩვენი საჰაერო სივრცე შემთხვევით დაარღვიეს, გაერო-ში რუსეთის ელჩი კი ამბობს, რომ მათ დრონებს პოლონეთამდე მიღწევა არ შეუძლიათ – რომელ ტყუილს დავუჯეროთ?

რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე შემთხვევით დაარღვიეს, ხოლო გაერო-ში ს ელჩი ამბობს, რომ რუსულ დრონებს პოლონეთამდე მიღწევა არ შეუძლიათ – რომელ რუსულ ტყუილს უნდა დავუჯეროთ?, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსი X-ზე წერს.
„რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე შემთხვევით დაარღვიეს, ხოლო გაერო-ში რუსეთის ელჩი ამბობს, რომ რუსულ დრონებს პოლონეთამდე მიღწევა ფიზიკურად არ შეუძლიათ. რომელ რუსულ ტყუილს უნდა დავუჯეროთ?“, – წერს .
ცნობისთვის, გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ „პოლონეთის ტერიტორიაზე სამიზნეები არ ყოფილა“.
„დრონების მოქმედების რადიუსი 700 კილომეტრს არ აღემატებოდა, ამიტომ ფიზიკურად შეუძლებელია, რომ რომელიმე მათგანი პოლონეთის ტერიტორიამდე მიღწევას შეძლებდა“, – განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – პროტესტის მხედართმთავარი როგორი უნდა იყოს, მუზარადი ეხუროს და ხმალი ეჭიროს? ხაბეიშვილს ან ბურჭულაძეს რას უწუნებენ? – არჩევნებს რაც შეეხება, „ოცნება“ 70%-ს დაიწერს, მთავარი მონაწილეობა კი არ არის, ოლიმპიადაზე ხომ არ ვართ?