რადოსლავ სიკორკსი – პოლონეთში რუსული დრონების შეჭრა კრემლის მიერ ნატო-ს გამოცდა იყო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, გასულ კვირას რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა იყო კრემლის მცდელობა, გამოეცადა ნატო-ს რეაქციები სრულმასშტაბიანი რეაგირების გამოწვევის გარეშე.
სიკორსკიმ დაადასტურა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შესული დრონები ასაფეთქებელი ნივთიერებებით არ იყო დატვირთული.
„საინტერესოა, რომ ისინი ყველა ცარიელი იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთმა ჩვენი გამოცდა ომის დაწყების გარეშე სცადა“, – განუცხადა სიკორსკიმ კიევში Guardian-ს.
მან უარყო ვარაუდები, რომ პოლონეთის საჰაერო თავდაცვა შეჭრისთვის მოუმზადებელი იყო.
„დრონებმა სამიზნეებს ვერ მიაღწიეს და ობიექტებს მცირე ზიანი მიადგა, არავინ დაშავებულა. ეს რომ ში მომხდარიყო, უკრაინის განმარტებით, ეს 100%-იან წარმატებად ჩაითვლებოდა“, – განაცხადა სიკორსკიმ.
მისი მტკიცებით, პოლონეთის პასუხი გაცილებით უფრო მკაცრი იქნებოდა, თავდასხმის შედეგად რომ ვინმე დაღუპულიყო, ან დაშავებულიყო.
„პუტინის მსგავსი აგრესორისა და მატყუარას შემთხვევაში მხოლოდ ყველაზე მკაცრი საპასუხო ზეწოლა მუშაობს“, – განაცხადა სიკორსკიმ.ა

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – პროტესტის მხედართმთავარი როგორი უნდა იყოს, მუზარადი ეხუროს და ხმალი ეჭიროს? ხაბეიშვილს ან ბურჭულაძეს რას უწუნებენ? – არჩევნებს რაც შეეხება, „ოცნება“ 70%-ს დაიწერს, მთავარი მონაწილეობა კი არ არის, ოლიმპიადაზე ხომ არ ვართ?