რადიო „თბილისის“ ანგარიშები და ქონება დააყადაღეს – რამაზ სამხარაძე

დღეს ცნობილი გახდა, რომ რადიო „თბილისის“ ანგარიშები დაყადაღებულია – რადიო „თბილისის“ მფლობელი და დირექტორი, რამაზ სამხარაძის ინფორმაციით, ინკასოს წინ უსწრებდა ზუსტად ერთი დღით, სოზარ სუბარისადმი მიმართვა:
მეგობრებო, რადიოების ანგარიშზე ინკასო დამადეს.
წლებია გვაქვს გარკვეული აღიარებული დავალიანება, ისევე როგორც თითქმის ყველა მედიას. ვითარება ასეთია: რადიო „თბილისი“ ამ ეტაპზე ლიცენზიის ვადის გასაგრძელებლად ემზადება — აგვისტოში გვეწურება მოქმედი ვადა და ვგეგმავთ გაგრძელებას მომდევნო 10 წლით. 20 ივნისს, კომუნიკაციების კომისიის წესების სრული დაცვით, უკვე გადავრიცხეთ საჭირო თანხა ბიუჯეტში… და დღეს დილით მივიღე “ს” შეტყობინება — ინკასო. არ მაქვს ილუზია, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა. გუშინ მივმართე კრიტიკული პოსტით სოზარ სუბარს — დღეს ინკასო! არაფერია შემთხვევითი. როცა დამოუკიდებელი მედიის ხმა გესმით და ის ხმამაღლა საუბრობს, პასუხიც სწრაფია — ანგარიშზე ჩარევა, ფინანსური წნეხი, ბერკეტი და ზეწოლა. ყველაფერი კავშირშია. და თქვენ კიდევ გგონიათ, რომ ამ ქვეყანას ეშველება?..
Sozar Subari სოზარ, გამომიძახეთ კომისიაზე სიამოვნებით მოვყვები როგორ ნაწილდებოდა მიშას დროს სარეკლამო ბაზარი და… — როგორია სურათი დღეს – თქვენი მმართველობის პირობებში; — როგორ არ მუშაობს ანტიმონოპოლიური სამსახური; — როგორ იგებენ „სწორად მართული“ მედიაკომპანიები სახელმწიფო ტენდერებს; — როგორია კორუფციული ჯაჭვები და „ატკატების“ სქემები; — და როგორ იკვებება ახლანდელი პროპაგანდისტული მედია სახელმწიფო ბიუჯეტით.
სხვა მედიის წარმომადგენლები თუ დაიბარეთ, მე რა დავაშავე?
გამომიძახეთ — საჯაროდ ვისაუბროთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იმის ფონზეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება ახასიათებთ

შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე – ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს – სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე – ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში