,,რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს რუსეთში 6,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თათარსტანის უზენაესმა სასამართლომ “რადიო თავისუფლების” თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა დამნაშავედ ცნო რუსული არმიის შესახებ „ყალი“ ამბების გავრცელებაში და ექვსნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე რუსულმა სასამართლომ დახურულ კარს მიღმა განიხილა. Associated Press -ის ინფორმაციით, განაჩენი გასულ პარასკევს გამოიტანეს.
ალსუ კურმაშევა 1998 წლიდან ში ცხოვრობს. გასული წლის მაისში ის მშობლიურ ქალაქ ყაზანში ავადმყოფი დედის მოსანახულებლად ჩავიდა. 2023 წლის 2 ივნისს კი პრაღაში გაფრენამდე, ყაზანის აეროპორტში უშიშროების ძალებმა დააკავეს. კურმაშევა სა და -ის ორმაგი მოქალაქეა. მას დაკავებისას ორივე პასპორტი ჩამოართვეს და კიდევ ერთი საქმე აღუძრეს ორმაგ მოქალაქეობაზე, კერძოდ შეუტყობინებლობის გამო. ჟურნალისტს გამოძიების პერიოდში ყაზანის დატოვება აეკრძალა. რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ კი ის დამნაშავედ ცნეს და 10 000 რუბლით დააჯარიმეს.
2023 წლის 18 ოქტომბერს, ჟურნალისტი ისევ დააკავეს და ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-3 ნაწილით („რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა, წარუდგინოს უფლებამოსილ ორგანოს უცხოური აგენტების რეესტრში ჩასართავად საჭირო დოკუმენტები. პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ინფორმაციის მიზანმიმართულ შეგროვებას რუსეთის ფედერაციის სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სფეროში, რომელიც უცხოური წყაროების მიერ მათი მიღებისას შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ“). რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლომ კურმაშევას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თვენახევრის შემდეგ, 2023 წლის 11 დეკემბერს გამოძიებამ მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯარის შესახებ “ყალბი” ინფორმაციის გავრცელებისთვის. ბრალდების საფუძველი წიგნის „არა ომს“ გავრცელება გახდა.