რადიო თავისუფლების ჟურნალისტები რუსეთის არმიის ცეცხლის ქვეშ მოექცნენ აღმოსავლეთ უკრაინაში

10 ოქტომბერს, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები ს არმიის ცეცხლში მოხვდნენ უკრაინის აღმოსავლეთში, როცა უკრაინის ჯართან ერთად იყვნენ და საბრძოლო მოქმედებებს იღებდნენ.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტის, Radio Donbas Realities-ის ჯგუფი, რომელშიც შედიან კორესპონდენტი რომან პაჰულიჩი და ოპერატორი პავლო ხოლოდოვი, იღებდა უკრაინული დრონების მოქმედებებს 10 ოქტომბერს, როცა რუსმა სამხედროებმა საარტილერიო შეტევა მიიტანეს უკრაინელი მებრძოლების პოზიციებზე.
პირველი ნასროლი ჭურვი დაეცა პაჰულიჩისა და რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცის გვერდით, რომლებსაც ის ესაუბრებოდა დონეცკის რეგიონში ყოფნისას, ბახმუტთან ახლოს.
ჯგუფი სტაბილიზაციის პუნქტში გადაიყვანეს, სადაც პაჰულიჩს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს დაჟეჟილობის გამო, რომელიც აფეთქებული ჭურვის წნევამ გამოიწვია, ხოლო ორ ჯარისკაცს – მსუბუქი დაზიანებების გამო.
ოპერატორი პაველ ხოლოდოვი არ დაშავებულა.
პაჰულიჩი რადიო თავისუფლებაში 2018 წლიდან მუშაობს. ის ომის ფრონტის წინა ხაზებიდან აშუქებს მოვლენებს და ასევე, აანალიზებს უკრაინელი სამხედროების წინაშე მდგარ პრობლემებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ

პრემიერი – პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები და რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი