“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, პროდიუსერი, რომელსაც რამდენიმე საათი ეძებდნენ, საგარეჯოს იზოლატორშია

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, პროდიუსერი ბექა ფერაძე საგარეჯოს იზოლატორშია. ის გუშინ გვიან ღამით, აქციიდან დაიკარგა და გამოცემა მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.
ცნობილია, რომ ის ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს. თუმცა უცნობია დაკავების საფუძველი.
“ჩვენთვის ცნობილია, რომ ის უკვე მოინახულა ექიმმა და ამ წუთებში ადვოკატი ელის მასთან შეხვედრას. დამატებით ცნობები, თუ როგორ გრძნობს ის თავს, ამ ეტაპზე არ გვაქვს […]
ბექა ბერაძე დაკავებამდე ძმასთან და მეგობართან ერთად იყო. ძმა თორნიკე ბერაძე რამდენიმე წუთით ადრე დააკავა პოლიციამ. ჩვენი ინფორმაციით მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა და ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს”, – წერს “რადიო თავისიფლება”.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 ნოემბერი/1-ელი დეკემბრის აქციიდან კლინიკებში 44 ადამიანი გადაიყვანეს. “ნეტგაზეთი” ცდილობს დააზუსტო, რამდენი ადამიანია დაკავებული. თუმცა, ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ გვაწვდის.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს – მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს – შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო