რადიოჰოლდინგი „ჰერეთი“ აცხადებს, რომ მათ საბანკო ანგარიშს ინკასო დაადეს

„რადიოჰოლდინგი ჰერეთი“, რომელიც სამ რადიოს აერთიანებს (თბილისში – „თბილისი“, კახეთში – „ჰერეთი“ და ბათუმში – „ციტრუსი“) აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით მათ საბანკო ანგარიშებს ინკასო დაედო. მიზეზი ფინანსური პრობლემების გამო წლების განმავლობაში დაგროვებული საგადასახადო დავალიანებაა.
ინკასო საბანკო ოპერაცია, რომლის დახმარებითაც კლიენტი – ამ შემთხვევაში სახელმწიფო – ბანკის მეშვეობით იბრუნებს ფულს მევალეებისგან – ამ შემთხვევაში ტელევიზიებისგან.
სამხარაძის თქმით, მისი ორგანიზაცია მედიაბაზარზე გამონაკლისი არ არის და სახელმწიფოსთან დავალიანიება სხვა მედიაორგანიზაციებსაც აქვთ:
„დღეს საქართველოში მედიაბაზარი მომგებიანი არ არის და ყველა მაუწყებელს აქვს დავალიანება სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. მათ შორის, პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებს მილიონები. „ჰერეთსაც“ აქვს რამდენიმე წლის დავალიანება, ჯამში რამდენიმე ათასი…
ვფიქრობ, რომ გაფრთხილების გარეშე ამ თავდასხმის მიზეზი ბოლო დროს ჩვენი აქტიურობაა, კრიტიკულად ვაშუქებთ მიმდინარე მოვლენებს. ეს არ არის არხი, რომელიც 28 წლის განმავლობაში დაფინანსებულა ოპოზიციიდან ან ხელისუფლებისგან… აბოსულტურად ვართ სარეკლამო ბაზარზე დამოკიდებული“.
მედიაჰოლსინგის ხელმძღვანელი იხსენებს, რომ შემოსავლების სამსახურის მხრიდან მათ საბანკო ანგარიშზე შეზღუდვის დაწესება დროში დაემთხვა რადიო „თბილისის“ მოთხოვნას, კომუნიკაციების კომისიას გაეგრძელებინა მათთვის სამაუწყებლო ლიცენზია, რომლის ვადაც აგვისტოში იწურება:
„შევიტანეთ ლიცენზიის გაგრძელებზე განაცადი 20 ივლისს და გადავრიცხეთ შესაბამისი თანხა ბიუჯეტში და ზუსტად 5 დღეში, დღეს დილით მივიღეთ მეილზე შეტყობინება დან, რომ საბანკო ანგარიშები დაყადაღდა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე“.
რამაზ სამხარაძე ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და იმედს იტოვებს, რომ დავალიანებას გადაუნაწილებენ.
რადიო თავისუფლება ცდილობს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურთან დაკავშირებას. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ბოლო თვეების განმავლობაში სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიღებულმა ახალმა კანონებმა კიდევ უფრო გაართულა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების მუშაობა – მათ გრანტის მიღება მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლიათ, სარეკლამო ბაზრის დიდი ნაწილი კი ხელისუფლების მიმართ ლოიალურ მედიასაშუალებებზე მოდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იმის ფონზეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება ახასიათებთ

შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე – ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს – სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე – ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში