რადიკალურ ოპოზიციას არანაირი კონტაქტი არ აქვს ამომრჩეველთან, მათთვის სასიცოცხლო პოლიტიკურ ძალებს იღებენ არა ქვეყნის შიგნით, საზოგადოებისგან, არამედ იმ ძალებისგან, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარედან აძლევენ დავალებებს

რადიკალურ ოპოზიციას არანაირი კონტაქტი არ აქვს ამომრჩეველთან, მათთვის სასიცოცხლო პოლიტიკურ ძალებს იღებენ არა ქვეყნის შიგნით, საზოგადოებისგან, არამედ იმ ძალებისგან, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარედან აძლევენ დავალებებს
კარგად ჩანს, რეალურად, ისინი, მათთვის აუცილებელ სასიცოცხლო პოლიტიკურ ძალებს იღებენ არა ქვეყნის შიგნით, საზოგადოებისგან, ვისგანაც წესით ნდობა უნდა მიიღონ, არამედ იღებენ იმ ძალებისგან, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარედან აძლევენ დავალებებს, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის საზღვარგარეთ ვიზიტებს. მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციას არანაირი კონტაქტი არ აქვს ამომრჩეველთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ოპოზიციის აგენტურული ბუნება. „რადიკალურ ოპოზიციას არანაირი კონტაქტი არ აქვს ამომრჩეველთან.
აქაც კარგად ჩანს, რეალურად, ისინი, მათთვის აუცილებელ სასიცოცხლო პოლიტიკურ ძალებს იღებენ არა ქვეყნის შიგნით, საზოგადოებისგან, ვისგანაც წესით ნდობა უნდა მიიღონ, არამედ იღებენ იმ ძალებისგან, რომლებიც მათ წლების განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარედან აძლევენ დავალებებს, სასიცოცხლო რესურსებს, კარგად და კიდევ ერთხელ გამოკვეთილად მათ საკუთარი თავი გამოავლინეს როგორც ჩვეულებრივი აგენტურა ქვეყანაში, ქვეყნის ფარგლებს გარედან მართული და არა საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის, არამედ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი