რადიკალურმა ოპოზიციამ და NGO-ებმა წინმსწრებად დაიწყეს აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფა ყველაზე ბინძური მეთოდებით

რადიკალურმა ოპოზიციამ და NGO-ებმა წინმსწრებად დაიწყეს აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფა ყველაზე ბინძური მეთოდებით
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, “ქართული ოცნების” 29 აპრილს გასამართ საერთო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციის და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ანჯაფარიძის განცხადებით, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებს, “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეების მისამართით ღია შეურაცხყოფა არ გამოუთქვამთ. ამის საპირისპიროდ, ექსპერტის თქმით, რადიკალებმა, მმართველი გუნდის აქციის დაანონსებისთანავე დაიწყეს აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფა ყველაზე ბინძური მეთოდებით.
“მიაქციეთ ყურადღება, ხელისუფლების ოფიციალურ პირებს, ცალკეული გამონაკლისები თუ არის ისინი არ ჩაითვლება, არცერთ კომენტარში თუ ფბ-პოსტში არ მიუყენებიათ ღია შეურაცხყოფა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებისათვის.
საკმარისი იყო ხელისუფლების და მისი პოლიტიკის მხარდამჭერთა აქცია გამოცხადებულიყო, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათთან აფილირებულმა NGO-ებმა წინმსწრებად დაიწყეს აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფა ყველაზე ბინძური მეთოდებით. სწორედ ეს გახლავთ, ის რაც რადიკალურ ოპოზიციას და მათ შიდა თუ გარე მხარდამჭერებს, ართმევს შანსს რომ ხალხის ნდობა მოიპოვონ. ნდობის გარეშე კი ვერც ხელისუფლებაში მოვლენ. რა გზა რჩებათ? … ვფიქრობ თავადაც ხვდებით კარგად” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
Previous: თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა იგეგმება, რომელიც 70 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს