რადიკალური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ დაეზიანებინათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ასეთ პირობებში არავის უნდა უკვირდეს, რომ ოპოზიცია არის კიდევ უფრო მეტად დასუსტებული და ნებისმიერი კონფიგურაციით განწირულია ძალიან დიდი მარცხისთვის

რადიკალური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ დაეზიანებინათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ასეთ პირობებში არავის უნდა უკვირდეს, რომ ოპოზიცია არის კიდევ უფრო მეტად დასუსტებული და ნებისმიერი კონფიგურაციით განწირულია ძალიან დიდი მარცხისთვის
საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და აფასებს ყველაფერს და ამის გამოა აბსოლუტურად დისკრედიტებული რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია, ნებისმიერი კონფიგურაციით არის განწირული ძალიან დიდი მარცხისთვის.
„თქვენ რეალურად ხედავთ, რამდენად მძიმე ვითარებაა რადიკალურ ოპოზიციაში, ერთმანეთთანაც არიან დაპირისპირებული, ორი პარტია ორ პარტიას აგინებს იმის გამო, რომ მათ გადაწყვიტეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო. ნებისმიერ კონფიგურაციაში და ნებისმიერ ფორმატში, ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, ამაზე მეტყველებს მათ შორის ის კვლევები, რომელიც ჩვენ გვაქვს და საერთო სურათს ყველა ხედავს, თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება.
საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და აფასებს ყველაფერს და ამის გამოა აბსოლუტურად დისკრედიტებული რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში. მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ დაეზიანებინათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ისინი აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, არ გახსნილიყო მოლაპარაკებები საქართველოსთან და ა.შ. საკმაოდ ვრცელია ამ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ჩამონათვალი. ასეთ პირობებში არავის უნდა უკვირდეს, რომ ოპოზიცია არის კიდევ უფრო მეტად დასუსტებული, ვიდრე ის იყო ერთი წლის წინ საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაბამისად, ოპოზიცია ნებისმიერი კონფიგურაციით არის განწირული, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მარცხისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: მოლდოვამ უარი განაცხადა რუსეთის მიერ დეპორტირებული იმ უკრაინელების გატარებაზე, რომლებიც საქართველოს საზღვართან ჩარჩნენ

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს